თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და პარტიის წევრის, მურთაზ ზოდელავას საქმეზე არსებითი განხილვა იწყება, სადაც მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან, პროცესს დაესწრებიან ბრალდებულებიც. ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება, რაც თავისუფლების აღკვეთას 4 დან – 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს. მურთაზ ზოდელავას კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან, ქმედება ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.