ლევან ხაბეიშვილის საქმე

საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილისა და მისი ადვოკატის მოთხოვნა უცვლელია. ისინი ითხოვენ, რომ ცემის ფაქტზე გამოძიება არა ძალადობის, არამედ ჯგუფური ძალადობის მუხლით წარიმართოს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მას გამოძიების ობიექტურად წარმართვის იმედი არ აქვს, თუმცა, გამოძიების ფარგლებში მიმდინარე ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს.

შემთხვევა საკრებულოში, სარევიზიო კომისიის სხდომაზე, 24 იანვარს მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი,  ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გუშინ გამოკითხეს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარეს.