ლევან ხაბეიშვილის განცხადება - შეფასებები

მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იწონებს და მისი განხორციელების მომხრეა. ხაბეიშვილმა ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერიდან მიმართა ძალოვან უწყებებს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. მისი თქმით, შეძლებენ შეთანხმებას რომ 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში.

ხაბეიშვილის თქმით, ჯილდოს სახით ამ თანხას მიიღებენ ისინიც, ვინც, მისი თქმით, „სისტემას ამხელს“. ლევან ხაბეიშვილის მოწოდება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.