თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე-ნახევარი რჩება. ვის რა სტრატეგია და გეგმა აქვს 4 ოქტომბრისთვის. მზადება გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოსავალი მხოლოდ ეს არის და რეჟიმის დემონტაჟი ქუჩაში მშვიდობიანად უნდა მოხდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპის ამ განცხადებებს, ოპოზიციის ნაწილი აფასებს, მათი თქმით, საბოლოო მიზანი ერთია – ხელისუფლების დამარცხება, თუმცა ამის განხორციელების ხედვა და სტრატეგია განსხვავებულია.
მმართველი გუნდის განცხადებით კი, არავის მისცემენ ქვეყანაში არეულობის უფლებას და ნებისმიერ უკანონო ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.