ლევან ხაბეიშვილის განცხადება – გამოხმაურება
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ წინასაარჩევნო სამზადისის პარალელურად, ბოიკოტის მომხრე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი კვლავ მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი კონსტიტუციის ფარგლებში აპირებენ საქართველოში მოხდეს მშვიდობიანი რევოლუცია. ხაბეიშვილის განცხადებით, მშვიდობიანი რევოლუცია საქართველოში უკვე მოხდა 2003 წელს, როდესაც შევარდნაძის რეჟიმი დაემხო. ხაბეიშვილის განცხადებას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ უმრავლესობაში.