ლევან ხაბეიშვილის განცხადება

როდის ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ახალი არჩევნები – ეს ამ დრომდე უცნობია, თუმცა არჩევნების ჩატარებას პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი აუცილებლად მიიჩნევს. მათ შორისაა ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები აუცილებელია, თუმცა პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.