სასამართლო პროცესზე „ოპოზიციურ ალიანსში“არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება ლევან ხაბეიშვილი. განცხადება მან საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთა. მისი თქმით, მუდმივი მოლოდინია მხოლოდ იმაზე, თუ რას იტყვიან ბრიუსელში და ვაშინგტონში? აუცილებელია დაიწყონ შეხვედრები მოქალაქეებთან. დღეს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები. შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.