ლევან ხაბეიშვილის გადაწყვეტილება - შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რანგში ლევან ხაბეიშვილის პირველ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების შექმნის შესახებ, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, შტაბს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მათ ყველანაირ დახმარებას გაუწევს, მათ შორის საბიუჯეტო სახსრებით.