„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში პროდუქტების შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებულ პანიკას ეხმაურება და „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. პარტიაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა საზოგადოების ინფორმირება უნდა მოახდინოს, მაგალითად შაქრის იმპორტთან დაკავშირებით და განმარტოს, რომ საქართველო არაა დამოკიდებული უკრაინაზე, რუსეთსა და ბელორუსზე.