ლევან ხაბეიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ მათ ისაუბრეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მისი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავალი პირდაპირ არის დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან. ასევე, განიხილეს ნიკა გვარამიას პატიმრობა და 12-პუნქტიანი გეგმა, რაზეც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ შეასრულოს რეკომენდაციები. ევროკავშირის ელჩს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.