დღეს, რუსთავის მე 12-ე დაწესებულებაში ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პროკურატურის გამომძიებელმა, ირაკლი კაჭკაჭიშვილმა დაზარალებულის სტატუსით გამოკითხა. თემა ეხება 2024 წლის 30 აპრილს სპეცრაზმის მიერ ცემის ფაქტს. რომელზეც ორი პირია დაკავებული. დღესვე ხაბეიშვილთან იმყოფებოდა და გამოკითხვას ესწრებოდა მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. ადვოკატის განმარტებით, ხაბეიშვილის მიზანი დამკვეთების დაკავებაა და არა რიგითი პირების.