საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აუდიტის სამსახურს განცხადებით მიმართავს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი უწყებას მერიის სარეზერვო ფონდის ხარჯების შესწავლას, კონკრეტულად კი, ბიზნესმენ ლევან გაჩეჩილაძისთვის ფონდიდან 30 000 ლარის გადარიცხვის შესახებ ინფორმაციის მოძიებას სთხოვს. ხაბეიშვილის თქმით, როგორც მას წყაროებმა აცნობეს, მერიის სარეზერვო ფონდიდან ხარჯები არამიზნობრივად იხარჯება და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ნაცვლად, ბიზნესმენებს ათასობით ლარი ერიცხებათ.