ლევან ჯანგველაძის საქმე

15:21, 25.08.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით, ანგარებით მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პროცესის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, დღეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება და გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. მისივე თქმით, დღესვე გადაწყდება ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს აირჩევს – თუ მოსამართლეს. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, უძილაური ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. უძილაური მკვლელობიდან მალევე დააკავეს. ჯანგველაძის ოჯახს პრეტენზიები ჰქონდა გამოძიებასთან და პროკურორ გია შაიშმელაშვილს დამკვეთების მფარველობაში ადანაშაულებდა. საქმეზე კვალიფიკაციის და პროკურორის შეცვლის შემდეგ, 5 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში – ძმები გიორგი და დავით მიქაძეები, მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ძმებ მიქაძეებს, მოკლულ ბიზნესმენთან ბიზნესდავა ჰქონდათ და მკვლელობა შეუკვეთეს.

მსგავსი