შსს-მ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დააკავა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი. გამოძიების თანახმად, სწორედ მასზე იყო წარსულში გაფორმებული ის იარაღი, რომლითაც ჯანგველაძე მოკლეს. გარდა ამისა, აღნიშნული იარაღი, როგორც ირკვევა, კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება ბრალად. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს გვიან ღამით მოკლეს. მას ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს.