ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები ამ დრომდე გრძელდება.
დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს უფლებადამცველებმა მოინახულეს. 14 მარტს თბილისის ცენტრში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, სამი პირი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. დაკავებულებს შორისაა ბიზნესმენი გიორგი მიქაძე, რომელსაც ძებნაში მყოფ ძმასთან დავით მიქაძესთან ერთად, გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთებად ასახელებს.