ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ხუთ ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ. ბრალდებულები ადვოკატებმა მოინახულეს. ცოტა ხნის წინ დატოვა დროებითი მოთავსების იზოლატორი გიორგი მიქაძის ადვოკატმა, რომლის დაცვის ქვეშ მყოფსა და მის ძებნაში მყოფ ძმას, დავით მიქაძეს გამოძიება მკვლელობის შეკვეთას ედავება.
როგორია ადვოკატის პოზიცია ბრალთან დაკავშირებით, ბელა ზაქაიძე გვეტყვის.