ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე

21:28, 12.08.2025

თბილისის ცენტრში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. საუბარია რუსეთში მცხოვრები ქართველ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძეზე, რომელიც 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. ჩატარებული გამოძიების  შედეგად პოლიციამ სამი პირი დააკავა, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მათ შორის სამართალდამცველებმა დააკავეს ბიზნესმენი გიორგი მიქაძეც, რომელსაც ძმასთან ასევე ბიზნესმენ დავით მიქაძესთან ერთად გამოძიება საქმის მთავარ ფიგურანტებად და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთებად ასახელებს.

მსგავსი