ლევან იზორიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა

10:32, 28.10.2018

კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა თავდაცვის მინისტრმაც. ლევან იზორიამ პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხმა ვაკის მე-2 ოლქის, მე-2 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ლევან იზორიას განცხადებით, ხმა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას, სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახების პირობების გაუმჯობესებას მისცა.

მსგავსი