ლევან იზორიამ გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, გერმანია მნიშვნელოვანი და ამბიციური ინიციატივის მხარდამჭერი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გერმანია მზადყოფნას აცხადებს, მხარი დაუჭიროს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი და სერიოზული ინიციატივის განხორციელებას, როგორიც არის კონტრმობილურობის ინიციატივა. ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის მხარდაჭერის საქმეში, რომელიც საქართველოში მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, გერმანია ლიდერი ქვეყანა იქნება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრმა გერმანელ სტუმარს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივ მონაწილეობაზეც გამახვილდა.

დოქტორ პიტერ თოიბერმა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი და პარტნიორების მიმართ ერთგულება ხაზგასმით აღნიშნა.