ლევან იზორია ნატო-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დღეს ნატო-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, ლევან იზორია, ნატო-ს გენერალურ მდივანთან და მის მოადგილესთან გამართავს მოლაპარაკებებს.

განხილვისა და მსჯელობის მთავარი თემები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ჩვენი ქვეყნის როლი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და ასევე მარტში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მასპინძლობით დაგეგმილი ნატო-საქართველოს სწავლება იქნება, რომლის ფარგლებშიც, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი იგეგმება.