ლევან იზორია ნატო-ს შტაბბინაში იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართვლოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს შტაბბინაში სამხედრო ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდება.  დღის მეორე ნახევარში კი ლევან იზორია სიტყვით გამოვა დახურულ სხდომაზე, სადაც ის ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს მიმართავს. შეხვედრა მტკიცე მხარდაჭერის  მისიაში მონაწილე ქვეყნებს ეძღვნება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველო კვლავ ლიდერია არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს 870 სამხედრო  მოსამსახურეა ჩართული. ქართული მხარე აცხადებს, რომ  სამიტამდე ბოლო ერთ თვეს პარტნიორებთან კონსულტაციებისთვის გამოიყენებს.

თავდაცვის სამინისტრო ელის, რომ ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.