ლევან იზორია აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა

12:59, 18.05.2019

თავდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა. ვიზიტი ლევან იზორიამ მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის შტაბ-ბინაში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის უწყების დელეგაციას ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლის მოადგილემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილეს.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი. განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების პოზიტიურ დინამიკასა და სწავლების განვითარების შემდგომ პერსპექტივაზე გამახვილდა.

მსგავსი