„საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა, საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი“ – განცხადება ამის შესახებ სახალხო დამცველმა გააკეთა. ლევან იოსელიანის განცხადებით, კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, ათ დღეში იკრიბება.