ლევან იოსელიანის განცხადება

„მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკას პასუხობს. დეპუტატი კიდევ ერთხელ განმარტავს, სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატი რატომ დაასახელა. მისი თქმით, ომბუდსმენობის მსურველებს პარლამენტისთვის მიმართვის და საკუთარი ხედვის წარდგენის საშუალება უნდა ჰქონდეს. იოსელიანი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული უნდა იყოს. ოპოზიციური პარტიები „მოქალაქეებს“ სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატის დასახელების გამო აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანის მცდელობა ექნება.