ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად წარადგინეს

პარტია „მოქალაქეებმა“ სახალხო დამცველობის კანდიდატად ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი დაასახელა.

გადაწყვეტილების შესახებ „მოქალაქეების“ თავმჯდომარე დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ილაპარაკა. უკვე ცნობილია, რომ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს პარტია „გირჩი“, ასევე „ევროპელი სოციალისტები“, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ, მაგრამ იოსელიანის კანდიდატურას საინტერესოს უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“. სახალხო დამცველის თანამდებობაზე მოქალაქეების კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს „სტრატეგია აღმაშენებელი“. ახალი სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ერთხელ უკვე წარიმართა, თუმცა კონსენსუსით შერჩეული 19 კანდიდატიდან ხმების საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა მიიღო.

კონსენსუსით სახალხო დამცველის არჩევა ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტია.