ლევან გორგაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა ნაცუ ბაშოზე, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ტოჩინოშინის მეტოქე შოჰოზანი იყო, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი ჰქონდა. რთული ბრძოლის მიუხედავად, ქართველმა სუმოისტმა მიზანს მიაღწია და მეტოქე დაამარცხა. რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე მეორე ქართველი, გაგამარუ კი ტურნირის სტარტზე კოტოეკოსთან დამარცხდა.
ხვალ ტოჩინოშინი იაპონელ აბის შეხვდება, ხოლო გაგამარუ – ონოშოს.