ლევან დავითაშვილის განცხადება

მთავრობის მიერ ხეების ამოღების ნებართვის გაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. ამ შემთხვევაში, ეს ფაქტობრივად, არის საშეშე მერქანი და გაიყიდება აუქციონზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამით მინისტრი გამოეხმაურა მთავრობის მიერ გაცემულ ნებართვას, რომლის მიხედვითაც, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებელ კომპანიას „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 109 ძირი ხის მოჭრის უფლება მიეცა. მისი თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები და ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებენ.