ლევან დავითაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა
სომხეთში ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, სომეხ კოლეგას, ეკონომიკის მინისტრს გევორგ პაპოიანს შეხვდა.
შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი საქართველო-სომხეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც ორივე ქვეყნის კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის ერთი მილიარდი აშშ დოლარია.