ლევან დავითაშვილი მესტიის სოფლების მცხოვრებლებს ხვდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველთან ერთად, მესტიის სოფლებში მოსახლეობას ხვდება.

ლევან დავითაშვილმა ნაკრასა და ფარში ადგილობრივებს იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც სამინისტრო ახორციელებს.

შეხვედრაზე მოსახლეობამ მთავრობის წარმომადგენლებს სოფელში არსებული პრობლემები გააცნო.

ადგილობრივებმა მთავარ საჭიროებად შიდა გზების, ამბულატორიებისა და სპორტული დარბაზების საკითხი დაასახელეს.