ლევან დავითაშვილი მეხორბლე ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მეხორბლე ფერმერებთან და მეწარმეებთან ერთად, „ლომთაგორას“ სადემონსტრაციო ნაკვეთებში ხორბლის 120-მდე ჯიშის სასელექციო ნიმუში დაათვალიერა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ საკანონმდებლო ბაზა შექმნა, რომელიც სავალდებულო წესით ხორბლის სათესლე მასალის სერტიფიცირებას ითვალისწინებს. ღია კარის დღეების ფარგლებში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ახალი ტექნოლოგიებით გამოყვანილი ხორბლის თესლის წარმოებაზე იმსჯელეს, რომელიც შუა აზიისა და ევროპის ქვეყნებში უკვე გამოიყენება.  „ლომთაგორა“  2013 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა.