ლევან დავითაშვილი ლუქსემბურგის სოფლის მეურნეობისა და მევენახეობის მინისტრს შეხვდა

15:29, 27.04.2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლუქსემბურგის სოფლის მეურნეობის, მევენახეობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის სფეროები განსაზღვრეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლუქსემბურგი ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია, ამიტომ ლუქსემბურგის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მსგავსი