ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, საკითხი ეხება ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. ლევან დავითაშვილის გარდა, გამოკითხვაზე იმყოფება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ჩიქოვანიც.