ლევან დავითაშვილი გაერო-ში მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს ესწრება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო ოფისში, მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმს ესწრება. ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით, ქვეყნების მიერ მიღწეულ შედეგებზე მსჯელობენ.

ლევან დავითაშვილმა გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის  ეკონომიკური და სოციალური კომისიის მე-6 ფორუმში თავმჯდომარის რანგში მიიღო მონაწილეობა, სადაც ანგარიში წარადგინა. დავითაშვილმა რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.