ლევან ცუცქირიძის გამოფენა

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ცნობილი მხატვრის შემოქმედებას დაეთმობა.

ლევან ცუცქირიძეს 12 იანვარს 94 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღს კი ექსპოზიცია მიეძღვნება, სადაც ავტორის შემოქმედებითი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპის ამსახველი 40-მდე ნახატი გამოიფინება. საგამოფენო სივრცეში ხელოვანის ძველი და ახალი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. ხელოვნების ქურუმი, რომელმაც ბავშვობაში ხატვა დოქის ნატეხებზე დაიწყო, ახლაც ხატავს. ლევან ცუცქირიძის სახელს სიონის კედლის მხატვრობის შესრულება და არეართი ცნობილი მწერლის ნაწარმოებების ილუსტრირებაც უკავშირდება.