ლევან ცუცქირიძე 100
ცნობილი ქართველი მხატვრის შემოქმედებას დამთვალიერებელი კიდევ ერთხელ გაეცნობა. სახვითი ხელოვნების მუზეუმი ლევან ცუცქირიძის ნახატების გამოფენას მასპინძლობს.
ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატის და არაერთი ცნობილი ფრესკის ავტორის 70-მდე ნამუშევარი 100 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოიფინა.
95 წლიანი ცხოვრების მანძილზე ლევან ცუცქირიძემ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. ცნობილი მხატვრის ნამუშევრებს სახვითი ხელოვნების მუზეუმში მთელი დარბაზი ეთმობა. ექსპოზიცია მუდმივმოქმედია და მისი დათვალიერება მსურველს ნებისმიერ დროს შეუძლია.