ლევან ჩხაიძის ჩამოსვენება

ბევრი ადამიანისთვის დღეს ურთულესი დღეა. სამშობლოში ჩვენი კოლეგა და მეგობარი „ჯაკო“ – ლევან ჩხაიძე ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლევანის ოჯახი, მეგობრები და კოლეგები დახვდნენ.

ლევან ჩხაიძეს კვირას, სამ საათზე ქაშუეთის ეკლესიიდან გაასვენებენ, სადაც მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.