გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის შტაბში ბრიფინგი გაიმართა. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, 70-მდე საჩივარი უკვე დაიწერა. ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს ვიდეომასალაც წარუდგინა. აღნიშნულს ზუგდიდის 67- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა. მირანდა მესხის თქმით, 65-მდე საჩივარი იყო შესული და ყველა მათგანზე მიმდინარეობს მოკვლევა.