დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ლევ ბაიახჩევის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „ლევ ბაიახჩევი 95“ გაიხსნა.
ექსპოზიცია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ პორტრეტებს, ნატურმორტებსა და პეიზაჟებს აერთიანებს. ბაიახჩევის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების ეროვნულ, ქართული სახვითი ხელოვნების, თელავის, სიღნაღის და ბათუმის მუზეუმებში, ასევე ამერიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. მხატვრის ნამუშევრებს მსოფლიოსო არაერთ ქვეყანაში შეხვდებით.
ლევ ბაიახჩევის პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.