ლესია უკრაინკას მუზეუმის რეაბილიტაცია 

21:58, 26.02.2020

ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის, ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი ძველი იერსახით აღდგება.

სურამში მდებარე ნაგებობას სრული რესტავრაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპი სამუზეუმო სივრცის დემონტაჟს გულისხმობს. მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ შენობაში მდგომარეობა განსაკუთრებით მეწყრული პროცესების შემდეგ გაუარესდა, რის გამოც მემორიალური სახლი ბოლო პერიოდში ვიზიტორებს საერთოდ ვეღარ იღებდა. შენობა, სადაც მწერალმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, დანგრევის პირას იყო მისული.

მსგავსი