შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში ლერი ხაბელოვის საიუბილეო საღამო გაიმართა – ოლიმპიური ოქროსმედალოსანი, მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებული 60 წლის გახდა. დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვზე გოგი თორაძის გადაღებული ავტობიოგრაფიული ფილმი ნახა. საღამო, რომელსაც სპორტსმენები, ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.