ლექსო თორაძე გარდაიცვალა

ვაშინგტონში ორი კვირის წინ ჩატარებული კონცერტი ლექსო თორაძისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

მსოფლიო დონის ცნობილი ქართველი პიანისტი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველად სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაშინ დაუკრა, როდესაც ცხრა წლის იყო. საკუთარი შემოქმედებით, შესრულების გამორჩეული მანერით და საშემსრულებლო რეპერტუარით საერთაშორისო აღიარება სწავლის დასრულებისთანავე მოიპოვა. 1983 წელს კი ცნობილი კინომსახიობის და კომპოზიტორის შვილმა მთელი საქართველო აალაპარაკა, როცა საზღვარგარეთ გასტროლებზე ყოფნის დროს საბჭოთა რეჟიმს გაექცა და ამერიკაში თავშესაფარი ითხოვა. მას შემდეგ ის აშშ-ში ცხოვრობდა.