ლექსო და დავით თორაძეების ჩანაწერების ალბომის პრეზენტაცია 

18:41, 15.06.2026

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ლექსო და დავით თორაძეების ჩანაწერების CD ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. დღესვე დაანონსდა ფესტივალის დასკვნითი გალა კონცერტის პროგრამა. ღონისძიება 18 ივნისს გაიმართება. პრეზენტაციას ფესტივალის საპატიო სტუმარი მსოფლიოში აღიარებულ იტალიელ დირიჟორ ჯანანდრეა ნოზედა ესწრებოდა, რომელიც გალა კონცერტს უდირიჟორებს.

მსგავსი