„ლეოგრანდში“ ხანძრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სასტუმრო ლეოგრანდის დაკავებული ორი მენეჯერის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს,  ადვოკატები კი,  დაკავებულთა 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებენ. სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, დაკავებულები არიან სასტუმროს ტექნიკური მენეჯერი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა და ასევე, ამავე სასტუმროს ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელი პირი – საქართველოს მოქალაქე. მათ ინტერესებს 4 იურისტი იცავს.  ხანძარი ლეოგრანდში 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 19-მა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო.