მეწყერი ჩამოწვა ლენტეხში, სოფელ ბაბილთან დროებით აკრძალულია ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ლენტეხის მერის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. მისი თქმით, გზის გაწმენდა რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი.