ლენტეხში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. რთული რელიეფის გამო, ადგილი სახანძრო ავტომობილებისთვის მიუდგომელია. შესაბამისად, ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალა ცდილობს.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს.

ირმა ჭოლაძე ბოლო ინფორმაციით.