ლენტეხის მუნიციპალიტეტში სამანქანო მოძრაობა აღდგა

12:09, 14.07.2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები ამ დროისთვის მოგვარებულია, აღდგენილია სამანქანო მოძრაობა.

ორდღიანი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ბუხრამ გზის დაახლოებით 40-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, რის გამოც გარე სამყაროს მოწყდა სოფელი ტვიბი.

ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო  სამუშაოები.

მსგავსი