ლენტეხის მოსახლეობა ახალი მრავალპროფილიანი კლინიკით სარგებლობას შეძლებს

ლენტეხის მოსახლეობა ახალი მრავალპროფილიანი კლინიკით სარგებლობას შეძლებს. სამედიცინო დაწესებულება 12 საწოლზეა გათვლილი. სამედიცინო დაწესებულებას ამბულატორიული, რეანიმაციული, ლაბორატორიული, რადიოლოგიური, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებები აქვს.

ფუნქციონირებს ორი საოპერაციო ბლოკი. საავადმყოფო ადგილობრივ და ახლომდებარე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება. ახალგახსნილ კლინიკაში 60 პირი დასაქმდა. აქვე განთავსდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალიც.