„ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანია

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მედეა მეტრეველმა და გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პაპუნა კობერიძემ კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმთან განცხადება გააკეთეს.  პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ  შენობა სავალალო მდგომარეობაშია.  მედეა მეტრეველის განცხადებითვე, ამაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და ხელისუფლებას ეკისრება. მუზეუმს კოსმეტიკური რემონტი 15 წლის წინ ჩაუტარდა. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, დაბზარულია კედლები.