„ლელოს“ წევრი პარტიიდან გარიცხეს
გლდანის შტაბიდან გარიცხეს საკრებულოში „ლელოს“ ფრაქციის წევრი მიხეილ კაკაურიძე. როგორც პარტიის განცხადებიდან ირკვევა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიის წევრი, „ქართულ ოცნებას“, რომელსაც საკრებულოში ახალი კანდიდატურების დასამტკიცებლად ხმები არ ჰყოფნიდა, კვორუმის შექმნაში დაეხმარა. შედეგად, მმართველმა პარტიამ ახალი თავმჯდომარისა და ვიცე-მერის არჩევა შეძლო. მიხეილ კაკაურიძემ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან პარტიის მხრიდან საკრებულოს მუშაობისთვის გამოცხადებული ბოიკოტი დაარღვია.
ქმედების საპასუხოდ, „ლელომ“ დეპუტატთან პარტნიორობა შეწყვიტა და ის პარტიიდან გარიცხა. გუშინ ჩატარებული სხდომის შედეგად, თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე კი თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა.