„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატის განცხადება

18:16, 26.09.2021

პარტია „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ჟღენტმა, მოსახლეობასთან ერთად ახალი აღმაშენებლის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს. „ლელოში“ თვლიან, რომ აღმაშენებლის ქუჩა ტურისტულ სივრცედ უნდა გადაიქცეს, სადაც ადგილობრივი მეწარმეები საკუთარი პროდუქტის რეალიზაციას შეძლებენ. კონცეფცია ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს.

მსგავსი